უზრდელი ხარ, პოლიტიკაშიც და პოლიტიკის მიღმაც – დაპირისპირება საკრებულოში(ვიდეო)

 

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებას მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა მოსკოვის გამზირზე ე.წ ნავთლუხის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისთვის ზონის სტატუსის ცვლილება გააპროტესტა, რაც საკრებულოში დღეს განიხილეს. ხაბეიშვილის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც საზოგადოებრივ-საქმიანი ზონაა, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ზონა ხდება და ინვესტორს საშუალება ეძლევა 18, 9 სართულიანი კორპუსი ააშენოს. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალ გენერალურ გეგმაში წითელი ხაზით არის შემოსაზღვრული და იქ მსგავსი მშენებლობები დაუშვებელია. ოპოზიციის წევრის ამ განცხადებას ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.