მარნეულის ქარხანა აცხადებს, რომ იმ პროდუქტის წარმოებას აჩერებს, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.
კომანიის განცხადებით, პროდუქციას შესამოწმებლად ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნიან და პასუხს დაელოდებიან.
“სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი. ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას. ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის”- აცხადებენ მარნეულის ქარხანაში.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ 42 დასახელების პროდუქცია გერმანიის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნა. აქედან 6 პროდუქტში არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოჩნდა.