აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხები 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და 493.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.9 პროცენტს გაუტოლდა.