აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელად რუსლან აბაშიძე აირჩია.
აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის პროტესტს უპასუხა. საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე სუსის მითითებით არის დანიშნული.
რუსლან აბაშიძე სალომე ზურაბიშვილთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თანამდებობაზე მის დანიშვნას და პრეზიდენტთან მეგობრობას კავშირი არ აქვს.
„ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს მომენტი არ უკავშირდება ამ ჩემ პოზიციას“ – აცხადებს რუსლან აბაშიძე.
როგორც ცნობილია, რუსლან აბაშიძემ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის დროს 65 ათასი ლარი გადაურიცხა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლიდან ვახტანგ ყოლბაია ასრულებდა. მან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა.