შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა და სამართალდამცველებისგან პირადად მოისმინა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა შემთხვევის ადგილზე მედიის კითხვებს უპასუხა:
როგორც ვიცი არ მოუმართავთ, თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებით დადგინდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება. გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.