ვაკისთვის 1,9 მლნ ლარად შესაძენი სკამების ტენდერი შეწყდა

თბილისის მერიის მიერ ვაკისთვის  1,9 მილიონ ლარად 155 სკამის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია.

სატენდერო კომისია ოფიციალურ მიზეზად თბილისის მერიის შეთავაზებულ ვერსიას “სკამების ვანდალიზმისგან დაცვის” მექანიზმიების არჩადებას ასახელებს.

გამარტივებული ტენდერი წესით, გუშინ, 21 იანავარს უნდა დასრულებულიყო. დოკუმენტის მიხედვით, სატენდერო პირობები ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა.