ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცქიტიშვილმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ცქიტიშვილის თქმით, ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, დღის ბოლომდე იწურება, მთავრობის გადაწყვეტილება კი საზოგადოებისთვის ცნობილი ხვალ, 16 ოქტომბერს გახდება.
„ვინაიდანკონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგების საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ,”- განაცხადა მინისტრმა.