პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძის მოსმენა ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებებისა და შეკითხვების ფონზე მიმდინარეობს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის შეკითხვა ვალების ჩამოწერის პროექტსაც შეეხო.
“ვალები რომლის შესყიდვაც მოხდა არჩევნების წინ ქართუს მიერ იყო უიმედო ჩამოწერილი ვალები, ეს იყო ძალიან დიდი ყალთაბანდობა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მხრიდან არჩევნების წინ, როდესაც უსინდისოდ მოატყუეს ქართველი ხალხი რომ თითქოს რაღაცა ვალებს უნოლებენ,სინამდვილეში ამ ვალების ამომღები არავინ არ იყო. გვეთანხმებით ამაში? ეს იყო მორიგი ტრიუკი რომელიც გაათამაშა ბიძინა ივანიშვილმა.”-განაცხადა სამადაშვილმა.