“ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“–სამოქალაქო მოძრაობა დღეს კახეთში ჩადის

​”სამოქალაქო მოძრაობა” კამპანიას “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” იწყებს. პირველი მაჟორიტარი, რომელსაც მოძრაობა ამხელს ირაკლი შიოლაშვილი იქნება. “ჩვენ ვაჩვენებთ მოსახლეობას, თუ როგორ მდიდრდება მათ ხარჯზე სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი.“ – ამბობენ სამოქალაქო მოძრაობაში.  მოძრაობის აქტივისტები დილით დედოფლისწყაროში, მოგვიანეით კი ბოდბისხევის ბაზრის მიდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შიოლაშვილისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს და მოსახლეობას პროპორციული სისტემის უპირატესობებს გააცნობს.