ოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პატიმრობის ვადა იწურება.
როგორც ცნობილი გახდა, ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. ის 2013 წლის მაისიდან პატიმრობაშია.
მერაბიშვილს ე. წ. “სასჯელის შთანქმის” პრინციპით, 6 წელი და 9 თვე ჰქონდა მისჯილი. მას ერთდროულად რამდენიმე საქმეს ედავებოდნენ. მათ შორისაა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეები.
ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ყოფილ პრემიერს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, რაც მის საკნიდან გაყვანას ეხება. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მერაბიშვილის სასარგებლოდ 4000 ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა, იუსტიციის მინისტრის- თეა წულუკიანის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 15 ათასს ითხოვდა.