პენიტენციური სამსახური და ადგილობრივი საბჭო ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ თვის ბოლომდე იმსჯელებს – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლის იგნორირებაშიც მერაბიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ, პენიტენციურ დაწესებულებას 26 მარტს ჩაბარდა. ამჟამად გამოთხოვის პროცესშია ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ადგილობრივი საბჭო კი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს უახლოეს სხდომაზე, მიმდინარე თვის ბოლომდე განიხილავს.