„ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობით მოხდა, რის შემდეგაც ყველა მონაწილე დააკავეს.
„ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა იმიტომ, რომ მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ასეთი სიტუაციაა. სიტუაცია მართლაც იყო და ორ-სამდღიანი იმის შემდეგ, ავიღე ეს დარტყმა. ის ხალხი დააპატიმრეს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს თემები „ხელოვნურად გაბერილი“ და მისივე თქმით, „არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არაფერი კავშირი მე არ მაქვს და დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე“.