ვანში 29 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში 29 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე სანადირო თოფით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.