ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ხვალ, 20 სექტემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას უერთდება და საზოგადოებას მისვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისი ვიდეორგოლი “სირცხვილიას” გვერდზე გამოჩნდა.
“ვაპროტესტებ ძალადობას, უსამართლობას და ოკუპაციას”-აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია უკვე 92-ე დღეა იმართება. ხვალ კი 19:00 საათზე აქცია სახელწოდებით “ერთად ერთის წინააღმდეგ” დაიწყება.
{{VIDEO}}