კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება და ის უკვე 167 ქვეყანაშია გავრცელებული. ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, ებრაელი და ჩინელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შესაქმნელად, თუმცა არსებობს მედიკამენტების ტესტირების წესები და ვადები, რომელთა დარღვევა ვერ მოხდება. ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი,მაიკ რაიანი ბიბისი–სთან ინეტვიუში ამბობს, რომ ვაქცინის შემუშავებას, დატესტვას და მისი დიდი რაოდენობით გამოშვებას დაახლოებით ერთი წელი ჭირდება, თუმცა არსებობს გზები რომ ვირუსისგან ადამიანების განკურნება მოხდეს.
“უნდა ვიყოთ რეალისტები. ვაქცინას სჭირდება დიდი დრო, ტესტირებები, უნდა დადასტურდეს, რომ არის უსაფრთხო და არის ეფექტური ყველასთვის. ამის შემდეგ კი გვჭირდება ვაქცინების დიდი რაოდენობა ყველასთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით ერთ წელზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა არ შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ადამიანებს და ვუმკურნალოთ მათ. ჩვენ შეგვიძლია ახლაც გადავარჩინოთ ათასობით ადამიანი.”
ოფიციალური მონაცემებით დადგენილია, რომ ახალი კოროანვირუსის რისკ ჯგუფში ახალგაზრდები და ბავშვები არ არიან და ძირითადად ლეტალურ შედეგი მოხუცებში დგება, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან.
“არ არის მართალი რომ ახალგაზრდები არ ინფიცირდებიან. მეტიც ისინი ინფიცირდებიან და არა მარტო ახალგაზრდები ასევე ბავშვები, მაგრამ ისინი არ არიან რისკ ჯგუფში. ჩვენი დაკვირვებებით მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. მაგრამ სამწუხაროდ, არის ცუდი სიახლეებიც, ინტენსიურ თერაპიაში მაგალითად იტალიაში სამიდან ორი არის 70 წელს ქვემოთ. ციფრებით გვიჩვენებს, რომ ინფიცირებულების 12% იტალიაში არის 50 წლამდე ასაკის.
თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ მძლავრ ზომებს რომელიც შეამცირებს გავრცელებას მივიღებთ ცუდ შედეგებს. ამიტომ უნდა მივიღოთ მაქსიმალური ზომები და შევზღუდოთ ადამიანების კონტაქტი ერთმანეთთან. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა ჩავრთოთ და გამოვიკვლიოთ ინფიცირებულის ყველა შესაძლო კონტაქტი სხვა ადამიანთან და ჩავუტაროთ მათ ტესტირება. არ არის საჭირო ყველა ადამიანს ჩაუტარდეს ტესტი, ყურადღება უნდა გამახვილდეს, მათზე ვისზეც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა იყოს დაინფიცირებული“–ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი.