“ვარდების რევოლუცია თუ გადატრიალება იყო იმ გადატრიალების მთავარ დამფინანსებელს რას უპირებთ?”-დავით ზურაბიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ორი გადატრიალება მოხდა.

ზურაბიშვილმა პრემიერი ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ  ვარდების რევოლუციის მთავარი დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. 

“საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, 1992 და 2003 წელს… ახლა იყო მესამე მცდელობა” @პრემიერად წოდებული ბახტაძე

თავი დავანებოთ იმას, რომ 20 ივნისის ღამის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასება ავადმყოფური ფანტაზიის ზღვარსაც ცდება, მაგრამ რომ ბედავთ და 2003 წლის გადატრიალებაზე ლაპარაკობთ, იმ გადამტრიალებლების მთავარ დამფინანსებელს, ბ-ზე რომ იწყება მისი სახელი და ი-ზე გვარი, რას უპირებთ? ჯორჯ ბუში რომ ჩამოვიდა აქ და სიტყვით გამოდიოდა, ისიც პუტჩისტი იყო? და კიდევ სააკაშვილის თანამზრახველი პუტჩისტები რომ გყავთ მაქ, ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბიძინა გუჯაბიძე, მაგათ როდის იჭერთ?”-დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.