ვარკეთილში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა

ვარკეთილში  ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 4 არასრულწლოვანი მხუთავი აირით მოიწამლა. ბავშვები ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ექიმების თქმით მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.  ბუნებრივმა აირმა მაშინ გაჟონა, როდესაც სახლში წყლის გამათბობელი იყო ჩართული. შემთხვევის დროს, ოთხივე არასრუწლოვანი ერთ ოთახში იმყოფებოდნენ. მოზარდებს თავბრუს ხვევა და ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ.

„შემოსვლისას გამოხატული იყო სისუსტე, ძილიანობა, პერიოდულად აღგზნება, ჭირვეულობა. სხვა პარამეტრები ისეთ განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობდა. იყო ციანოზურები ფერმკრთალი კანით. ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და დაიწყო შესაბამისი მკურნალობა. შემოსვლისას ცნობიერება უკვე აღენიშნებოდა ორივეს, მაგრამ გააქტიურდნენ, ადექვატურები არიან ამ ეტაპისათვის. მკურნალობა გრძელდება, დინამიკაში დაკვირვება გრძელდება, სავარაუდოდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – განაცხადა ექიმმა.

როგორც ბინის მეპატრონე  ჰაიდა ალშაფეის აცხადებს, სახლში გაყვანილობის მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო. ადგილზე, ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„იორდანელები იყვნენ და აქ დაქირავებული ჰქონდათ. ერთი ორი თვე იქნება. ზუსტად არ ვიცი, პატარა ბავშვები იყვნენ მარტო სახლში, დედამისს და მამამისს დაუტოვებიათ, წასულან სადღაც და პატარა ბავშვები იყვნენ და ეტყობა პატარა ბავშვს გაზი ჰქონდა ჩართული და მე მგონი, მოიწამლნენ. ყველაფერი წესიერად არის“ – განაცხადა ბინის მეპატრონემ.