ვარკეთილში, საიდანაც 45-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, საიდანაც დაახლოებით 45-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც კახა სამხარაძე აცხადებს, კორპუსი გამაგრებას ექვემდებარება და მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.თუ რა დრო დასჭირდება კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს ჯერჯერობით უცნობია. 

ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.ევაკუირებული მოსახლეობა თბილისის ერთ სასტუმროში განთავსდა. 

„დღეს მეორე სართულის საცხოვრებელი სახლის კედლები ორად ნაწილად გაიყო. სადარბაზოს საძირკველი მთლიანად წყალშია. ადგილზე მოსულმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ აღნიშნული სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია“, – აღნიშნა კორპუსში მცხოვრებმა პირმა.