ვარკეთილში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. როგორც შსს-ში აცხადებენ მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარზე უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.