“ვარსკვლავური ომების” ტრილოგიას “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები გადაიღებენ

“ვარსკვლავური ომების”  მომდევნო ტრილოგიას “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დენიელ ბრეტ უაისი გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “The Verge” ავრცელებს. ისინი ასევე ფილმების პროდიუსერებიც იქნებიან. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა დისნეის პროექტების გამოსვლის თარიღები, მათ შორის მოხვდა სწორედ ის ტრილოგია რომელსაც “სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები გადაიღებენ.   ტრილოგიის პირველი ნაწილი 2022 წლის 16 დეკემბერს გამოვა,  მეორე 2024 წლის 20 დეკემბერს  ხოლო მესამე ეპიზოდი 2026 წლის 18 დეკემბერს.

ვარსკვლავური ომების დასკვნითი ფილმი, “Star Wars: The Rise of Skywalker” წელს 20 დეკემბერს გამოვა.