ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით,​ რომ მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან-ბოკუჩავა

ლევან ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

„რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, ამ ადამიანს მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ამიტომ, მასზე, მის ორიენტაციასა და მის რუსეთუმეობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი ხელისუფლების როლია, რადგან ნორმალურ სახელმწიფოში, როცა ძალადობრივი განცხადებები ისმის, ბიძინა ივანიშვილი ასე მშვიდად კი არ უნდა იყოს, მკაცრი და დროული რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.