ვასაძის ლეგიონში მოხვედრის მსურველები რეგიტრაციას ვერის ბაღში გადიან

ლევან ვასაძის  სახალხო ლეგიონში მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ლგბტ თემის წინააღმდეგ შექმნილ რაზმში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია  ვერის ბაღში მიმდინარეობს.

რაზმის მისია თბილისი პრაიდის აღკვეთა იქნება და მასში გაწევრიანებული პირები ბრძოლას  უცხადებენ  ყველას, ვინც იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს ან წარმოადგენს ლგბტ თემს.

ლევან ვასაძის მიერ უკანონო რაზმების შექმნაზე დღეს ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.