ვაშაძის პასუხი თბილისის მერს: შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს

 

{{ARTICLEIMAGE}}
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მერის განცხადებას პასუხობს. ვაშაძეს აინტერესებს, სად გაიგო კალაძემ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მოწოდებები.

“სად არის მოწოდება, სახელმწიფოს გადატრიალებაზე? 5 თვეა ვიმეორებთ, რომ ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში იქნება და თუ ჰგონია (კახა კალაძეს), რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია, მომაყენოს”, თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ინაუგურაციის დღეს ველისციხესთან “ნაციონალური მოძრაობის” აქციისას განვითარებული მოვლენების შეფასებისას კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა:

“ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ”.