გადაცემა კომედი შოუს მსახიობებმა, თათია სულუაშვილმა და ვასო ფხაკაძემ რუსთავი 2 დატოვეს. სავარაუდოდ ისინი ნიკა გვარამიას მთავარ არხზე გადავლენ. ამის შესახებ ინფორმაცია თათია სულუავილმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
“12 წლიანი მუშაობის მერე , მე ვტოვებ რუსთავი 2. შევხვდებით ერთმანეთს სულ მალე სიახლეებით #მთავარ არხზე.მადლობა ჩვენს მაყურებელს……..და წარმატებები ყველას……”- წერს თათია სულუაშვილი სოციალურ ქსელში.
კომედი ჯგუფის ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ “კომედი ჯგუფის“ ძირითადი შემადგენლობა “რუსთავი 2-ზე” რჩება. არხზე რჩებიან მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, ალეკო მალხაზიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და 20-მდე სხვა მსახიობი.