ვატიკანში 2 სასულიერო პირს პედოფილიაში ადანაშაულებენ

სამი კაცი, რომელიც წარსულში კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა, ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. სავარაუდო მსხვერპლების განცხადებით, 80-90-იან წლებში ვატიკანის სასულიერო აკადემიაში სწავლისას მათზე მაშინ იძალადეს, როცა ისინი 10-14 წლისანი იყვნენ.

როგორც ერთ-ერთი მსხვერპლი აცხადებს მღვდელმა მას გაშიშვლება აიძულა: “მას სურდა, რომ ტანსაცმელი გამეხადა. მაშინ ჯერ კიდევ ცამეტი წლის ვიყავი. როცა ძირს დამაგდო, ვკითხე: ამას რატომ აკეთებ? თუმცა პასუხი არ მიმიღია ამის შემდეგ კი გაქცევა მოვახერხე.”

როგორც ირკვევა სამივე მსხვერპლის შემთხვევა სასწავლო აკადემიაში მოხდა, სადაც მათ ლიტურგიულ მსახურებას შეასწავლიდნენ. თავისი ისტორია კიდევ ერთმა მსხვერპლმა გაიხსენა: “როცა 10 ან 11 წლის ვიყავი, თავის ოთახში შემიყვანა, კალთაში ჩამისვა და ინტიმურ ადგილებში ხელებით მეფერებოდა.”

2019 წლის თებერვალში ვატიკანში გამართულ სამიტზე რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ.