ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.