“ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს” – Amnesty International

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავებას ეხმაურება. 

“აუცილებელია ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასოს. ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთის მოტივაცია შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ მისი პატიმრობა საერთაშორისო სამართლით უკანონოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, ახალგორის გამშვები პუნქტის დაკეტვა და იქ მიმოსვლის თავისუფლების სრული აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა”- წერია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.