ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან ისევ მივიდა (ვიდეო)

28 დეკემბერს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, გათავისუფლებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ისევ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში წავიდა.

ამის ამსახველი ვიდეომასალა “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. ამჯერად ვაჟა ექიმი მეუღლესთან ერთად შოთა ბიძნაშვილის  მოსანახულებლად ჩავიდა, ვაჟა ექიმი  იზოლატორში შოთასთან ერთად დაკავებიდან 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

შოთა ბიძინაშვილი სოფელ ბერშუმის მკვიდრია, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ბიძინაშვილის და ქართველი ექიმის შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა. 

ვაჟა ექიმა ისიც აღნიშნა, რომ მან შოთას სახით გორის რაიონიდან კიდევ ერთი კარგი მეგობარი შეიძინა და ის ამ მეგობრობით ამაყობს.

ქართველმა ექიმმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი, რომელიც მისი დაკავების ადგილიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და ერთი სოფელიღა აშორებდა, გუშინ ღამესვე დატოვა. სტუმრობის მთავარ მიზეზად კი თქვა, რომ გათავისუფლების დროს მას არ მიეცა საშუალება მოენახულებინა შოთა, ამიტომ დღესასწაულების მისალოცად ოჯახთან ერთად ჩააკითხა.