ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ თამილა ლაფანაშვილმა ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მაქსიმალური სასჯელი იქნა გამოტანილი, რასაც არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. ადამიანი ისჯება სწორი იდეებისთვის. არანაირი კრიმინალი და დანაშაული არ ჩაუდენია. ისევ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მაქსიმალური გააქტიურება მოხდეს და სასწრაფოდ გადაიჭრას ეს საკითხი – ეს არის ღირსების საქმე როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სახელწმიფოსთვის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. 

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.