რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ უკვე დაიძრნენ. ისინი სოფელ ოძისში, გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.
აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრები, ექიმები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მშვიდობიანი აქციის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მიმართვას გააკეთებს ექიმის ოჯახი.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას შემდეგ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 13 დეკემბერს ექიმის სასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვრის კვეთს ბრალდებას და ამბობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება.ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა