ვაზისუბანში ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.

შემთხვევა შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა, შემდეგ კი სამ ავტომობილს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.