ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ სასტიკად ექცევა ძიძა ბავშვს. ინციდენტი ფოთში მოხდა. ვიდეოს ბავშვის დედა მაია ეჯიბია ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორც ექცევა ძიძა, ნათია ლორია მის შვილს, გაბრიელს. როგორც დედა აცხადებს ერთ-ერთ დღეს ბავშვი ნახევარი საათი ტიროდა და როდესაც იკითხა თუ სად იყო ბავშვის ძიძა სამი განსხვავებული პასუხი მიიღო. ამ ინციდენტის შემდეგ მან ვიდეო-კამერები დააყენა სახლში იმის გასაგებად თუ რა ხდებოდა სახლში მისი არყოფნის დროს.
“ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს, რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორი. ის მამა ნიკოლოზის ცოლისდაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა. დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?”- წერს მაია ეჯიბია სოციალურ ქსელში