“ვემიჯნებით პირდაპირ ბმას საყვარელ დედაეკლესიასთან”-ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს დილას ე.წ. პრაიდის ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. გუშინ ჩვენ ვიყავით ვერის ბაღში ისევ და მე გავაკეთე განცხადება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო. რახან ჩვენმა სახელმწიფომ, რომლის დესტაბილიზაციასაც ჩვენ არ დავუშვებთ, გადმოდგა ხალხისკენ ნაბიჯი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ჩვენ მადლობის და კეთილი ნების ნიშნად, გავაუქმეთ ე.წ. პატრულირება ანუ მოძრაობა ქალაქში ამ ჩვენი მხარდამჭერების და ამ გარყვნილების მოწინააღმდეგეების.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა ძვირფასმა მედიამ ეს დაიხვია ხელზე და წამოვიდა სტატიები, რომ ჩვენ უკან დავიხიეთ, ჩვენ მთავრობასთან შეთანხმებით ვცდილობთ ჩავაქროთ ხალხის რისხვა, ჩვენ ეკლესიასთან შეთანხმებით ვცდილობთ გავაუქმოთ ხალხის წინააღმდეგობა და ათასი სისულელეები, ამ ჩვენს ტვინაბნეულ და გაყოფილ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეგრევე გადმოიღვარა მედიაში. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ არ დავუშვათ უწესრიგობა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი ერთობის, ჩვენი სახალხო ნების გამოხატულების და ჩვენი შეკრების მიზანი იყო და არის არა რაღაც უკანონო ფორმირებების შექმნა, როგორც გვაბრალებენ, არა რაღაც აგრესია და ესკალაცია, არამედ, რომ არ დავუშვათ ხალხის ბრბოდ ქცევა, იმ სამართლიანი პროტესტისა და იმ რისხვის, რომელიც ხალხში არის, გადაღვრა ქვეყნის დესტაბილიზაციაში. ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენ კაცებს, ჩვენს მეგობრებს, ვისაც გამოცდილება აქვს წესრიგის დაცვაში, რომ დაგვეხმარონ ამის ორგანიზებაში, ამიტომ ვთხოვეთ და არ ავუკრძალეთ, როგორც ზოგიერთი გვაბრალებს, ქალბატონებს იქ მონაწილეობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს კვირა გადაივლის, არაფერს ჩვენ ამათ არ ჩავატარებინეთ. წავალთ ჩვენ ჩვენს სახლებში და გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძე მისი თანამოაზრეების გამოკითხვაზე დაბარების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. ასევე კიდევ ერთხელ შეახსენა მის თანამოაზრეებს, როგორ უნდა იმოქმედონ.
“ჩვენ მონაწილეებს დაუწყეს დაბარება დაკითხვებზე და გამოკითხვაზე ესეც ალბათ ტაქტიკა არის შეშინების, ან შეიძლება სამინისტრო ვალდებულია. თუ დაპირისპირება დაიწყო ჩვენ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით რაც გავაჟღერეთ, მანამდე კი წყნარად და მშვიდად გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ, რომ იყოს სიმშვიდე.
ჩვენ ძაან წყნარად და მშვიდად წავალთ ვერის ბაღში, არაა აუცილებელი ყველა მოვიდეს მაგრამ ვისაც გინდათ მობრძანდით. არავითარი ცემა და ტყეპა ამ გრანტიჭამიების, გარყვნილების მქადაგებლების მხოლოდ ვკიდებთ ხელს და გაგვყავს ისინი, თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს ჩვენ მას გავარღვევთ, არავითარი კომბალი არცერთ გარყვნილს, მაგრამ თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში მაშინ ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავს” აღნიშნა ვასაძემ.
ვასაძე გაემიჯნა ეკლესიას და განაცხადა, რომ ცალკეული სასულიერო პირების მოსაზრებების შეფასებას არ აპირებს.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ საეკლესიო პირების განცხადებებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენი მხრიდან ეს არ არის ქრისტიანული მოქმედება. ჩვენი საქმე არ არის სხვადასხვა საეკლესიო პირების სხვადასხვა აზრის კომენტირება. ამ შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას ჩვენს საყვარელ დედაეკლესიასთან. დედაეკლესიამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ქართველი ხალხი წინ უნდა აღუდგეს და ეს ე.წ. პრაიდი, გარყვნილების აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. ასე რომ, შიდა აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიის სხვადასხვა პატივცემულ პირებს შორის, რა არის ქრისტიანული და რა არა, ასევე იმ ხალხს, იმ საეკლესიო პირებს, ვისაც მიაჩნია, რომ საპატრიარქოზე უკეთ ესმის ქრისტიანობა, ჩვენ არავითარ კომენტარს არ გავუკეთებთ. ეკლესია ამ საკითხს თვითონ მიხედავს, როგორც ყოველთვის უყურებდა 2 ათასი წლის განმავლობაში, თვითონ გაერკვევიან რა და როგორ. ჩვენთვის კი, სრულიად ცხადი და საკმარისი იყო საპატრიარქოს განცხადება“, – განაცხადა ვასაძემ.