„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომიდან გამოსულმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.
„სხდომა გამოვიდა ცხელი, ის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი. არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამ ხმების დათვლა პარლამენტში მოხდება. მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ მხარდამჭერთა უმრავლესობა მოვიპოვო, რომ არ გავიდეს ეს კანონპროექტი. ვეცდები დავარწმუნო სხვებიც, რომ ცვლილება გამოიწვევს ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს. ვემზადებით ჩასაგდებად“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა.
პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყება.