ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიის წევრების დიდი ნაწილისთვის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გასათვალისწინებელია.
ვენეციის კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს გასათვალისწინებლად არ მიიჩნევს”ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი. მმართველი გუნდის წევრისთვის ვენეციის კომისის რეკომენდაციები მიუღებელია და საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ვალდებული ვინმეს მითითებები შეასრულოს.
„არც ვენეციის კომისიას, არც არავის არ აქვს მაგის უფლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ეს ერთი და მერე მეორე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვისაც წარმოგვიდგენენ აბსოლუტურად სულ ყველა გავიდეს ეს მოსამართლეები. თავის თავად ასე იქნება ეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ეს ვიღაცამ გვითხრას, ეს ნამდვილად მიუღებელია ჩვენთვის,“-განაცხადა კარლო კოპალიანი.