კადრები, რომლებსაც ვენესუელის ტელევიზია ავრცელებს, ჩანს, როგორ გადაუარა ეროვნული გვარდიის ჯავშანტექიკამ მომიტინგეებს.
ვენესუელაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
30 აპრილს ხუან გუაიდომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროებთან ერთად ჩანს და ამბობს, რომ ბრძოლის ფინალური ფაზა დაიწყო. მან მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამხედროები “დიქტატორს” მხარს აღარ უჭერენ.
გუაიდომ ქვეყნის პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა. ის დროებით პრეზიდენტად აღიარა ევროპარლამენტმა. პირველი ქვეყანა რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.
ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს აღიარებენ.
გუაიდოს ელჩმა აშშ-ში პრესკონფერენცია გამართა სადახ განაცხადა, რომ “ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს არის ოპერაცია, რომელიც ახლა დაიწყო და თქვენ ნახავთ სხვა მოვლენებს საათების და დღეების განმავლობაში. ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ესაა კონსტიტუციური კრიზისი, რომელსაც მართავს ვენესუელელი ხალხი”, – განაცხადა მან და ნიკოლას მადუროსაც მიმართა: “თქვენი დრო წავიდა. ვენესუელა მზადაა ცვლილებებისთვის, თქვენ უნდა მისცეთ ვენესუელელ ხალხს დემოკრატიული სისტემის შექმნის შესაძლებლომა. ვერავინ შეაჩერებს ამ პროცესს”.