“ვერ დაგვადუმებთ”-ტელეკომპანია “კავკასიასთან” სოლიდარობის აქცია იმართება

“ვერ დაგვადუმებთ”, “არ დავთმობთ თავისუფლებას”- ამ ლოზუნგებით აქცია ტელეკომპანია “კავკასიასთან” მიმდინარეობს.

” ჩვენ დავდგებით ყველა ასეთი მედიის გვერდით, ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა იყოს ასეთ სიტუაციაში და მთელი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს ამაზე იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გაჩუმება ახლა არის ტრაგედია” – აცხადებს “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.

“სირცხვილიას”, “გაბედესა” და “შეცვალეს” აქტივისტების გარდა  ტელეკომპანიის მხარდასაჭერად იმყოფებიან ოპოზიციის წევრები. მათი განცხადებით, დამოუკიდებელ მედიაზე ინკასოს დადება მედიაზე ღია შეტევას ნიშნავს. 

“ეს საერთო პრობლემის გამოვლინებაა,თუმცა  ეს სულ უფრო იძენს პუტინისტურ ხასიათს, აგვისტო და ახალი წლის წინა პერიოდი არის, როცა პუტინი ესეთ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არ არის ფინანსური საკითხი ეს არის მედიების მოხრჩობის გზა”-აცხადებს “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.