ახალი არხი, რომელსაც ნიკა გვარამია აკეთებს ეთერში დაგეგმილზე ადრე გავა. რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ძლიერი პროდასავლური არხის გარეშე დარჩეს. საკუთარი გეგმებისა და პროკურატურაში დღევანდელი სტუმრობის შესახებ გვარამიამ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა:
“პროკურატურაში განმიმარტეს ჩემი უფლებები გირაოსთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ დამძიმდება ჩემი მდგომარეობა თუ გირაოს არ გადავიხდი.
მე მგონია, რომ რეალურად არაფერი ამ ქვეყანაში არ უნდა დავთმოთ იმ ადამიანებმა, ვინც ვართ პატრიოტები. მათ შორის ტელეკომპანია იმედში ვინც არიან პატრიოტები მათაც არ უნდა დათმონ.
პროკურატურაში მითხრეს აგერ გაძლევთ გირაოს ანგარიშს და უნიკალურ კოდს და ხელი მოგვიწერე რომ განგემარტაო. მე არანაირი უნიკალური კოდი არ წამოვიღე იმიტომ რომ არ მინდა უბრალოდ რომ ვიცოდე და მივცე მიზეზი ვინმეს რომ თქვან რომ მე ჩავარიცხინე ვიღაცას გვერდის ავლით. მე ეს არ მინდა. შესაბამისად არც ეს უნიკალური კოდი არ მაქვს და თუ საიდანმე რამე გაჟონავს, და ვინმე რამეს ჩარიცხავს ეს ნიკალური კოდი გაჟონილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან.“
გვარამია ამბობს, რომ ერთ თვეში გაირკვევა, დაიჭერს თუ არა პროკურატურა და მას დაჭერის არ ეშინია.
“ჩვენ ეთერში გაცილებით უფრო ადრე შევალთ, იმიტომ რომ ვერ დავტოვებთ საქართველოს კრიტიკული მაუწყყებლბის და პროდასავლური მაუწყებლობის გარეშე. არსებული მოვლენები ცხადყოფს, რომ არ გვაქვს დრო ნოემბრამდე, როცა ვაპირებდით ეთერში შესვლას. ვერ დავტოვებთ ქვეყანას მსხვილი კრიტიკული მაუწყებლის გარეშე.
რუსთავი 2 ის დახურვის შემდეგ ქვეყნსი მთავარ მედიად რჩება იმედი და პირველად საქართველოში ქვეყნის მთავარი მედია იქნება პრორუსული. და ეს არის მესიჯი ქართველი ხალხისადმი რომ რუსეთი არის უძლეველი და რუსეთი არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე დასავლეთი. ზუსტად ამის თქმა უდა ბიძინა ივანიშვილს, ამის კრისტალიზაცია უნდა ქარუთლ ტვინებში ივანიშვილს. მედიაში აქამდე ყველაზე ძლიერი არხი იყო რუსთავი2 .აქამდე ცხადი იყო, რომ ამ სფეროშიც დასავლეთი უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი, მაგრამ ახლა სამწუხაროდ ისევ დასავლეთის ხელით რუსთავი2 დაამხეს ჩამოაგდეს და წაიღეს. რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა დარჩება მთავარი კრიტიკული არხის და მთავარი პროდასავლური არხის გარეშე და ეთერში გვეყოლება ტელეკომპანია, რომელიც ქმნის ფილმებს როგორ მართალი იყო რუსეთი საქართველოსთან ომში და როგორ ჩვენ დავიწყეთ ომი და როგორ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეძახა მისთვის და პრაქტიკულად ლეგიტიმურად დაეცვა მისი წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ღია ღალატი. სისხლის სამართლის საქმეების კეთება რამეზე თუ შეიძლება პრაქტიკულად ეს არის. დღეს ჩვენ მოშლილი გვაქვს მთელი პროდასავლური ფლანგი რუსთავი ორის ჩამოშლის შედეგად და მარტოა დატოვებული ამ იდეოლოგიურ ომში ტელეოკმპანია იმედი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რაც კი რუსეთს აწყობს. ჩვენ ამის ფუფუნება დიდ ხანს არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს.
ივანიშვილს ოცნების ახდენა არ უნდა ვაცდოთ. და მუდმივად დასავლეთზე რომ ილაპარაკებს და დასავლეთის კარგზე რომ ილაპარაკებს და რუსეთის ცუდზე ეგეთი არხი სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ. ეგეთი არხი იქნება ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ძალიან მალე იქნება ეთერში ქვეყნის მთავარი არხი. დიახ, ეს იქნება ამბიციური და პრეტენზიული არხი. ასე გვერქმევა და ზუსტად ისე ვიმაუწყებლებთ, როგორც მაუწყებლობდა რუსთავი2.“ – ამბობს ნიკა გვარამია.