“ვერ გადახარშავს იმას, რომ ხალხმა გადაირჩია და ამის გამო გაბრაზებულია ხალხზე”- გიგა ბოკერია

მაშინ, როცა პოლიტიკური ფიგურა და ლიდერი ვერ გადახარშავს იმას, რომ ხალხმა გადაირჩია და გაბრაზებულია ხალხზე, ვეღარ მართავს, ვეღარ მიდის წინ და დეგრადირდება – ეს მოუვიდა სააკაშვილს,-ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, სააკაშვილისა და ივანიშვილის გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მისი გზავნილი ერთი ერთში ემთხვევა ივანიშვილის გზავნილს. ორივენი იძახიან: ან ივანიშვილი იქნება, ივანიშვილი თუ იქნება, იქნება სააკაშვილი. სააკაშვილი იქამდეც კი მიდის და ამბობს, რომ თუ მე არ ვიქნები, უჩემოდ გამარჯვება არ გაბედოთ. ეს ძალიან მძიმეა და პრაგმატულადაც აწყობს ოცნებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, რომელიც გონიერი და პატრიოტი ხალხია, მტკივნეულია თვალი გაუსწორო, რომ ფიგურა, რომელმაც ძალიან მნიშნელოვანი ფუნქცია შეასრულა, ასე დეგრადირდა – პრაგმატულადაც, პოლიტიკური ზნეობის თვალსაზრისითაც, მაგრამ ეს ფაქტია“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს არ შესწევთ უნარი, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარებიდან გამოიყვანონ. ბოკერიას განცხადებით, აღნიშნულში ყველას არ გულისხმობს.