პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან სხვადასხვა ცვლილებას განიხილავენ. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემაზრა კვიციანმა პრეტენზია ერთ-ერთი მუხლის დასახელებაზე გამოთქვა.
„სათაური ვერ გავიგე, რაღაცა უცნაურად არის ჩამოყალიბებული, გასაგებია გაუპატიურება, პედოფილია, ფაქტიურად არის ძალადობა ხომ? სათაურში წერია: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინაღმდეგ მიმართულ დანაშულთან ბრძოლის შესახებ“. ვერაფერი ვერ გავიგე, ლგბტ დაცვის პონტები ხო არ არის აქა?“ – მიმართა ემზარ კვიციანმა შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილის.
კვიციანის მოსაზრებით, უკეთესი იქნება, კოდექსის ამ მუხლს უბრალოდ ერქვას „სქესობრივი ძალადობა“.
„მაინც და მაინც იურისტი უნდა ვიყო, რომ გავიგო, რას ნიშნავს?უბრალო ადამიანებმაც ხომ უნდა გაიგონ? იყოს „სქესობრივი ძალადობა“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.