ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმევა,სანამ სტრასბურგი არ გამოიტანს გადაწყვეტილებას-წულუკიანი რუსთავი2-ზე

იუსტიციის მინისტრის  თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის  მიერ გამოყენებული შეჩერების გადაწყვეტილების მიხედვით,  ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით ვერანაირი ტრანზაქცია  ვერ განხორციელდება.

“მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს “რუსთავი 2”-ის როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,“-აცხადებს თეა წულუკიანი.