“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (გწპ) მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვ.პეტრიაშვილის და ა. ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 13:00 საათიდან, 15 თებერვლის 02:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი იმოძრავებს ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით. მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ისარგებლებენ ნაფარეულის ქუჩით.
ხოლო ა. ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ შანიძის ქუჩით და შემდეგ სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან.














