ვფიქრობ, 18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოვიდნენ გამოცდაზე – სოფო გორგოძე


ვფიქრობ, 18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოვიდნენ გამოცდაზე – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ etaloni.ge-სთან განაცხადა.

„მშობლებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ აქ იყვნენ და დაელოდონ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 18 წლის ახალგაზრდები არიან და შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოვიდნენ გამოცდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვუშლით დალოდებას და ამის შესაძლებლობა მშობლებს აქვთ. ამასთან, ყველა ტერიტორია არის ისეთი, სადაც ახლომახლო არის კაფე ან პარკი ან გასასვლელი და მშობლებს შეუძლიათ იქ გადაინაცვლონ თუ ცენტრთან დიდხანს ვერ გაჩერდებიან. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ, 1 000 აბიტურიენტს იღებს თითოეული ცენტრი და შეიძლება 500 მშობელი მოვიდეს და ასეთი პირობები არ გვაქვს და იმედია გაგვიგებთ“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.