,,ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევის დროა” – პოგბას მანჩესტერის დატოვება სურს

ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა დიდი ალბათობით ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს. იაპონიაში სარეკლამო მიზნებისთვის მყოფმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იგი კლუბის დატოვებას და სხვაგან გადაბარგებას გეგმავს.

,,მანჩესტერში 3 წელი ვთამაშობდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი წარმატება და იმედგაცრუება გამოვიარე გუნდთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეხლა კარგი დროა ახალი გამოწვევა მივიღო და საკუთარი თავი სხვაგან გამოვცადო.” – აცხადებს პოლ პოგბა.

პოგბას მადრიდის რეალში გადაბარგებაზე არაერთი ჭორი ვრცელდებოდა და ამბობდნენ იმასაც, რომ ფრანგი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანის მთავარი პრიორიტეტია. თუმცა მადრიდულმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე რეკორდული თანხა დახარჯა და ნაკლებ სავარაუდოა მადრიდელებისგან კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი ვიხილოთ.

მანჩესტერის მესვეურები პოგბას გასხვისებით დაინტერესებულები არ არიან და ეს ფაქტი ყველაფერს ართულებს. ფრანგ ფეხბუთელს გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ტრანსფერის გარეშე გუნდს ვერ დატოვებს. სხვა საკითხია რამდენად სურს გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკაიერს უხასიათო და უმოტივაციო ფეხბურთელის გუნდში ყოლა, რადგან იგი ფეხბურთელების მონდომებას დიდ ყურადღებას აქცევს.

ყველაფერი დიდი ალბათობით ივნისის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.