რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის” საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა წერს, ლავროვს რუსთავი 2-ის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი ყოფილიყო, ლავროვმა უპასუხა:“ მე ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული არხი ყოფილიყო“.