“ნამდვილად ვიცი. მე მგონი ჩვენთვის შემოტევა ამით დაიწყო და რომ მოვედი კარს ვერ მოვაგენი,შემოსასვლელი ვერ ვიპოვე – ასე უპასუხა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას შეკითხვას, – იცის თუ არა, რომ “ტვ პირველი” მისი ტელევიზია ჰგონიათ.
“როცა სუს-ი და სხვა ორგანოები ვერ არკვევენ, რა კავშირი მაქვს “ტვ პირველთან” და არსებობს თუ არა რაიმე მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ ქვეყანა იმართება ჭორების დონეზე. სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი პარტნიორი მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი ტელევიზია შექმენით”-განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის საპასუხოდ კი ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ მას არ მოუნდებოდა, არხის მფლობელი რომელიმე პოლიტიკოსი ყოფილიყო.