თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას აფასებს. კალაძე არ ეთანხმება “ქართული ოცნების ” ყოფილი წევრების მოსაზრებას, რომ უმრავლესობა თავის ღირებულებებს ასცდა.
დედაქალაქის მერი განცხადებით, ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტან შაქარიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო.
„ისინი რომ მიდიოდნენ, მე ვიცოდი. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატებმა ვატო შაქარაშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს.