ვიდეო მგალობლიშვილის ქუჩიდან, სადაც წყლის მილი გასკდა და გზა ჩაინგრა

თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა, რასაც გზის საფარის ჩავარდნა მოჰყვა და ჩაიყოლა 2 ავტომობილი.  სოციალურ ქსელში ვიდეოს “BMG”-ი  ავრცელებს სადაც ჩანს თუ რა ხდებოდა მგალობლიშვილის ქუჩაზე. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს მოსახლეობას კომპანია “GWP“ აუნაზღაურებს. კომპანიის გენერალური დირექტორი გამგებელთან ერთად მგალობლიშვილის ქუჩაზე მივიდა. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.