სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, როგორ დაუსერა სახე პეკინის გამზირზე უცნობმა ქალმა 3 წლის ბავშვს. შემთხვევა სამშაბათს საღამოს მოხდა. 3 წლის ბავშვი, რომელიც მშობელბთან ერთად იმყოფებოდა უცნობმა ქალმა სახის არეში ბასრი საგნით დაჭრა. ქალი ბავშვს მოულოდნელად მიუახლოვდა და იმდენად სწრაფად მიყენა დაზიანება, რომ მშობლებმა რეაგირება ვერ მოასწრეს. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა საღამოს დაახლოებით ცხრა საათისთვის პეკინის გამზირის 11 ნომერთან მოხდა. ბავშვი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით მას ცხვირის და მარჯვენა ლოყის არეში ღრმა ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მათ შორის მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების მასალების ამოღება. სოციალურ ქსელში მოგვიანებით შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.