ვიდეო სადაც ჩანს თუ როგორ დაჭრეს პოლიციელი ყელის არეში

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრავი ავტომობილი გააჩერა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქესა და სამართალდამცველს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც, მოქალაქემ სამართალდამცავი ყელის არეში მძიმედ დაჭრა. უცნობია დანაშაულის ჩადენის იარაღი. თვითმხილველების ნაწილი კი ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მოქალაქემ ხელი დაუქნია, მას შემდეგ კი, რაც პატრულის ავტომობილი გაჩერდა და ავტომობილიდან პოლიციელი გადმოვიდა, მოქალაქემ ის დაჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი. ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

ტელეკომპანია “მთავარი არხი” სოციალურ ქსელში ვიდეო-კადრებს აშუქებს სადაც ჩანს თუ როგორ დაჭრეს პოლიციის თანამშრომელი ყელის არეში.
მიზეზები და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.